
სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას ნებისმიერი თაობისა და პროფესიის ადამიანები სრულიად უფასოდ შეძლებენ. აღნიშნული მიმართულებით პირველი ვორქშოფი 7-დან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძის თქმით, სჯსუ 21-ე საუკუნის აუცილებელი АI ინსტუმენტების შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს. ,,უნივერსიტეტის მიდგომა ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას, როგორ შეგვიძლია საჭირო და მე ვიტყოდი, უკვე აუცილებელი







