
გივი მიქანაძე ქვემო ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯს ეწვია, სადაც განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა თეთრიწყაროს, წალკის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების სკოლებსა და კოლეჯში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომლებიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. „მიმდინარე წლის სექტემბერში ჩვენ ქვემო ქართლის რეგიონში სრულად რეაბილიტირებულ 7 ახალ სკოლასა










