
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, შსს-ს აკადემიის ახლადდანიშნულ რექტორთან, გიორგი სახოკიასთან და სასწავლო დაწესებულების სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გიორგი სახოკიამ აკადემიის სტრატეგიული განვითარების პროექტი წარმოადგინა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მნიშვნელოვან როლზე,










