
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა, ადგილობრივი მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობა მიიღო და პედაგოგები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაბათის ციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 35 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რეგიონის მასშტაბით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ახალციხის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის. უნივერსიტეტის










