
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის მიდგომა, რომ დიპლომატები უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში
დიპლომატს იმიტომ ჰქვია დიპლომატი, რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ამიტომ, სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ „საფრანგეთში აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის კრიტიკა საფრანგეთის მიმართ მიუღებელია დიპლომატისთვის“.










