
- By Keti Khomeriki
- In კულტურა, პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა
დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის










