
ექსკლუზივი : PwC-ის აუდიტით დაფარული კარტელი ანუ როგორ აგრძელებს ,,გეფა” კანონთან ომს ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით ?
2023 წლის 29 დეკემბერი ისტორიაში შევიდა, როგორც დღე, როდესაც ქართულმა ფარმაცევტულმა ბაზარმა ღია და საგრძნობი რყევა გადაიტანა. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სენსაციური გადაწყვეტილება გამოაცხადა : ქვეყნის უმსხვილესი ფარმაცევტული გიგანტები, ისეთები როგორიცაა, „გეფა“, „ავერსი“, „პსპ“ და „მერმისი“ დაჯარიმდნენ კონკურენციის კანონის მე-7 მუხლის დარღვევის გამო. მათი დანაშაული ? წლების განმავლობაში შეთანხმებული ფასები, განსაკუთრებით კი, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. ამ










