
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკს, ბორის გოგიჩაიშვილს, ალექსანდრე კურტანიძეს, ქართლოს ჯალაბაძეს, გიორგი ბიბილაიშვილს, გიორგი ქავთარაძესა და თენგიზ გულორდავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა










