
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებულ დ.მ.-ს










