
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-მ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000-მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სირაძემ აღნიშნა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ადგილზე










