
პრემიერ-მინისტრი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით თბილისის მერის, კახა კალაძის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, 2026-2029 წლებში, თბილისში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 3 ახალი პროგრამა ამოქმედდება, არსებული 6 პროგრამა კი გაფართოვდება. კახა კალაძის თქმით, ასევე გაფართოვდება სოციალური პროგრამები და უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა მუნიციპალურ სერვისზე, პარალელურად, გაგრძელდება გამგეობების მხრიდან თბილისელების მხარდაჭერა










