
ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ. წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი ასზე მეტი აბიტურიენტი გახდა. აკადემიის წარმომადგენლებმა პირველკურსელ იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებული უსაფრთხოების წესები და სამართლებრივი საკითხები გააცნეს. იუნკერებმა სასწავლო აუდიტორიები დაათვალიერეს და ყაზარმებში გადანაწილდნენ. მათ დაურიგდათ სამხედრო ფორმა, რომლის მორგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. სამხედრო ცხოვრების










