
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და Skillwill-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში 137 დევნილი ახალგაზრდა თანამედროვე, მაღალანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლება, მათ შორის IT პროექტების მართვას, გრაფიკული დიზაინს, UX/UI დიზაინს, ფულ-სტეკ ვებდეველოპმენტს, სოციალური მედიის მართვასა და კიბერუსაფრთხოებას. ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია დღეს Skillwill-ში გაიმართა, მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე










