
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.პ. დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ მომხმარებელმა უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს. ს.პ.-მ, მომსახურების თითქოსდა გაწევის მიზნით, გადმოსარიცხი თანხა – 72 800










