
პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის ახლადრეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან ერთად, ზესტაფონის ახლადრეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა. მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სკოლაში განხორციელებული










