
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა გამოცადა რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელსაც ბირთვული ძრავა აქვს
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა გამოცადა რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელსაც ბირთვული ძრავა აქვს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის გენშტაბის ხელმძღვანელთან გამართული თათბირისას განაცხადა. პუტინის თქმით, ამ კვირაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სტრატეგიული შეტევითი ძალების წვრთნები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც შესრულდა სტრატეგიული ბირთვული ძალების სამივე კომპონენტის სასწავლო-საბრძოლო გაშვება და ასევე მოხდა შეიარაღების პერსპექტიული ნიმუშების გამოცდა. თავის გამოსვლაში ვლადიმერ პუტინმა ფრთოსან რაკეტა „ბურევესტნიკს“ უნიკალური უწოდა.










