
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდება წარედგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის










