
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ფაინენშელ თაიმსი“ – აშშ და კატარი ევროკავშირს გათხევადებული გაზის მიწოდების შემცირებით ემუქრებიან, თუ ბლოკი უარს არ იტყვის ახალ რეგულაციებზე კლიმატისა და ადამიანის უფლებების სფეროში
აშშ და კატარი ევროკავშირს გათხევადებული გაზის მიწოდების შემცირებით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანება უარს არ იტყვის ახალ, გამკაცრებულ რეგულაციებზე კლიმატისა და ადამიანის უფლებების სფეროში. ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს. ვაშინგტონსა და დოჰაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობის სათანადო შემოწმების დირექტივა წარმოადგენს „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ ევროპული ეკონომიკის ზრდისთვის, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენებს მის ენერგოუსაფრთხოებას.










