
მიხეილ სარჯველაძემ თურქეთში, სამედიცინო კონგრესში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. უწყების ხელმძღვანელმა, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ქემალ მიმისოღლუს მიწვევით, კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს. კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაა. ღონისძიება, ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა










