
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
კახა კალაძე – ეს არის პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ფაქტობრივად, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში, იმ პირების ქმედებებს, ვინც ამისკენ მოუწოდებდნენ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს. კალაძემ აქციის მონაწილეებისადმი პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას მოწოდებების შეფასებისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ქმედებებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და კანონის ფარგლებში, ყველას მაქსიმალურად გაეცემა პასუხი. „ეს არის პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პირდაპირ აღსრულების მცდელობა და აღსრულება.










