
შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. „საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი. მოვუწოდებთ










