
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ირანსა და რუსეთს შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“ ძალაში შევიდა
ირანსა და რუსეთს შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“ ძალაში შევიდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადების თანახმად, ამ ხელშეკრულების დადება ასახავს ორი ქვეყნის ლიდერების ნებას, გააღრმაონ ურთიერთობები და განამტკიცონ კავშირები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, ურთიერთპატივისცემის, კეთილმეზობლობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე. „ირან-რუსეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გარდამტეხი მომენტია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების










