
კახა კალაძე – ვერის პარკი სრულად რეაბილიტირდა, ხვალ, 20:00 საათზე იქნება პარკის გახსნა და ნახავთ, რა სილამაზე გამოვიდა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დეტალური დიზაინის პროექტი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით მომზადდა. „ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული პარკი ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა, როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა. დღესაც განკუთვნილია










