
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით რეგიონებში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. „შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი










