
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – მისასალმებელია, რომ „გახარია საქართველოსთვის“ წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, მართალია, დაგვიანებით, თუმცა ერთმა პარტიამ აღიარა ხალხის ნება, დემოკრატია
მისასალმებელია, რომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში და შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მართალია, დაგვიანებით, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება და აღიარა დემოკრატია. „დღეს პარლამენტის წევრები, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადეპუტატო უფლებამოსილების










