
პარლამენტის აპარატი საპარლამენტო ჟურნალისტის სააკრედიტაციო განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის აპარატი საპარლამენტო ჟურნალისტის სააკრედიტაციო განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2026 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები დაინტერესებული მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირებმა 2025 წლის პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ. „საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად დაინტერესებულმა მედიასაშუალებამ უნდა შეავსოს და წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23










