
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ვაჰაგნ ხაჩატურიანი – ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში მშვიდობა იყოს, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას. დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. „დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას თბილი მიღებისთვის.










