
გეკა გელაძე – სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო პროექტი „პროფესია პოლიციელი“, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელთა მიღწევებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს. „პროფესია პოლიციელი“ წარმოადგენს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას შსს აკადემიაში წარუდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პოლიციის საქმიანობასა და პოლიციელის










