
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, ლიკა შარტავამ და ეკა სეფაშვილმა დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 17-18 ნოემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ქალაქ სარაევოში გაიმართა. ეკა სეფაშვილმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის










