
სათანადო ადგილის მიჩენა თუ დეკორაციების დროებითი შეცვლა – რუსთავის მე-12 დაწესებულება კვლავ მასპინძლობს ძველ ,,ბინადარს”
გარკვეული დროის მანძილზე, თითქოს, ბატონი მიხეილ სააკაშვილი ,,ვივამედის” კლინიკაში ისვენებდა, სადაც, როგორც ამბობენ, ყველანაირი პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ მისი…ექსცენტრიულობა არ დათრგუნულიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ამდენმა კომფორტმა და ,,სამკურნალო კურორტულმა” გარემომ შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტს ძალიან მოჰგვარა ისევ მკაცრი რეჟიმის ნოსტალგია ! ჰოდა, აი, ამ ნოსტალგიის ფონზე, უცებ, მართლაც რომ სასიამოვნო სიურპრიზი შეახვედრეს ! მკურნალმა ექიმებმა










