
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის, საუბრისას სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით უახლესი ვითარება განიხილეს
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის დროს განიხილეს საქართველოში ჩამოვარდნილი ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებით უახლესი ვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების გამო










