
სამშაბათს, გრუნიში, სტუდენტური პროექტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა თემაზე : „ისუნთქე თავისუფლად“
სამშაბათს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სტუდენტური პროექტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა თემაზე : „ისუნთქე თავისუფლად“ . შეხვედრაზე, მედიცინის სკოლის სტუდენტები – ზუკა კირკიტაძე და ბარბარე დევდარიანი, ისაუბრებენ თემაზე : მოწევის გავლენა ჯანმრთელობასა და გარემოზე. რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/FMpGb შემოგვიერთდი, დასვი შეკითხვები და მიიღე მეტი საინტერესო ინფორმაცია 11 ნოემბერი, 15:30 საათი, ატრიუმი. ,,GEO NEWS”










