
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
გიორგი ახობაძეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გიორგი ახობაძის მიერ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მოწმეთა










