
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაზარალებულებისთვის კიდევ ექვსი მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაზარალებულებისთვის კიდევ ექვსი მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრეცლებს. საქართველოს პროკურატურის ცნობით, დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა.










