
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წარუდგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე – ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულებმა თურქეთის თექვსმეტ მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს. „გამოძიებით დადგინდა,










