
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. როგორც მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც სისტემური რეგისტრაციის დროს საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევებში,










