
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში და სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ა.დ. და 2000 წელს დაბადებული ჯ.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. განცხადებას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას










