
ექსკლუზივი – დავით ფაცაცია : „ჩვენ გულებით უნდა მივიდეთ გულებთან – საერთო მომავლისკენ მიმავალი გზა აბსოლუტურად რეალურია“
ექსკლუზიური ინტერვიუ – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან, ბატონ დავით ფაცაციასთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, ბატონი დავით ფაცაცია იმ ხელმძღვანელთა შორისაა, ვინც სისტემა არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ღირებულებრივადაც მნიშვნელოვნად განაახლა. მისი მიდგომა გამოირჩევა იმით, რომ პრობლემების მოგვარებას უყურებს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, ან ადმინისტრაციული პროცესების კონტექსტში, არამედ როგორც სოციალურ, ადამიანურ და








