
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, დროშას გამოფენენ, ჰიმნს იმღერებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ დააყენებს
გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, „სლავა უკრაინის“ შესაბამის პასუხს გასცემენ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ დააყენებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, როცა აშშ გვერდზე გაიწია და მშვიდობაზე საუბარი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ევროპას არანაირი გეგმა არ გააჩნია.










