
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
გურიაში პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, 1983 წელს დაბადებულმა ს.ი.-მ, 2006 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ და 1986 წელს დაბადებულმა ს.კ.-მ სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო










