
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს „კამიტი“ არ შეუძენია და არ გამოუყენებია, ვერც გამოიყენებდა, ჩვენს სარგებლობაში არ არსებობს
საქართველოში მომიტინგეების დაშლისას გამოყენებული ნივთიერებების შესახებ „ბიბისის“ გამოძიება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე იმყოფებოდა. კერძოდ, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფიო ხორგუანმა ალექსანდრე დარახველიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „იარაღის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაუგებარია თავდაცვის მიზნით შეძენილი, უწყინარი გაზის ბალონის და ელექტროშოკის აკრძალვა,










