
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
კახა კალაძე – მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორუფცია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რაც მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან. გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ გამოძიებას და










