
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვიქტორ ორბანი – რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციის გიჟური იდეა თუ განხორციელდება, ამას უარყოფითი გავლენა ექნება, ბრიუსელი ევროპულ პოლიტიკაში შემაშფოთებელი მოთამაშეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას „გიჟური იდეა“ უწოდა. ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ულტრამემარჯვენე ლიდერების შეხვედრაზე ორბანმა განაცხადა, რომ ამ აქტივების გამოყენებას ძალიან ცუდი გავლენა ექნება ბელგიურ კომპანია Euroclear-ზე. „Euroclear არის ბელგიური კომპანია. ისინი საფრთხეში არიან. თუ ევროკავშირის გიჟური იდეა განხორციელდება რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციის შესახებ, ამას ძალიან უარყოფით გავლენა ექნება ამ










