
მომსახურების სააგენტო – აპლიკაცია Service Agency-ის განახლების შემდეგ, რეგისტრირებულ პირებს უკვე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება მართვის უფლების სტატუსისა და მინიჭებული ქულების შესახებ
მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში – Service Agency რეგისტრირებულ პირებს, აპლიკაციის განახლების შემდეგ, უკვე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსის და მინიჭებული ქულების შესახებ, – ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, რეგისტრირებული მომხმარებელი გადავიდეს მართვის მოწმობის ველში, სადაც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია მართვის უფლების სტატუსი და მინიჭებული










