
კახა კალაძე – ბოლო დღეებში თბილისში იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები და ჩიხები
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 17 იანვრიდან დღემდე, მოსული უხვის ნალექის გამო, გზებზე 5 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩების, ასევე ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს. „თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება










