
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოთმინების კულტურა დაამკვიდრა, გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება და 2022 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება
ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მივულოცო დაბადების დღე და 70 წლის იუბილე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2022 წლიდან ქვეყანამ მოახერხა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმტკიცება. „გარდატეხაზე და გარდამტეხ ცვლილებებზე როდესაც არის საუბარი, შეუძლებელია, არ ვისაუბროთ ბატონი ბიძინა










