
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ქვეყნის უახლეს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის როლი შეუცვლელია, დარწმუნებული ვარ, მისი ლიდერობით, მმართველი გუნდი საქართველოს საკეთილდღეოდ მომავალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის როლი შეუცვლელია. „ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია. საქართველოსთვის გამორჩეულად რთულ დროს, როდესაც ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის ღირსება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მედიის










