
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის იმ ნაწილში, სადაც განმარტებულია, რა მიიჩნევა გრანტად, ცვლილება შევა. კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ეს არ შეეხება ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს. კანონპროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული










