
- By Keti Khomeriki
- In განათლება, პოლიტიკა
გივი მიქანაძე – განიხილება რამდენიმე კონკრეტული მიმართულების სკოლის შექმნა, რომელშიც ფაკულტეტები გაერთიანდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების იქნება
ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არ ნიშნავს, რომ რაიმე ფორმით რისკის ქვეშ არის, რომელიმე ის მიმართულება, რომელიც ტექნიკურ მიმართულებას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში განიხილება რამდენიმე კონკრეტული მიმართულების სკოლის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული










