
- By Keti Khomeriki
- In განათლება, პოლიტიკა
გივი მიქანაძე – ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედების შემდეგ შენობების ნაწილის საჭიროება აღარ იქნება, თუმცა, ჩვენი აქცენტია, რომ დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების ისტორიული შენობები შენარჩუნდეს და იქ სასწავლო პროცესიც გაგრძელდეს
უნივერსიტეტების გაერთიანების კონცეფციის მეშვიდე გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხშირ შემთხვევაში მოძველებულია, რიგ შემთხვევებში ამორტიზებული და რაც მთავარია, სრულფასოვნად ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გაერთიანების










